დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ტრადიციულად ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღება გაიმართა. მიღებას მსოფლიო ლიდერებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
ლოტკინის დასახლებაში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის აღდგენა სრულდება. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.
სს „ლიბერთი ბანკი“ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული „ფულადი გასაცემლის“ გაცემისა და დარიგებისათვის საჭირო საბანკო მომსახურების ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერით გათვალისწინებული ახალი პირობები 2023 წლის იანვრიდან შევა ძალაში.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
„ლიბერთი“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე გადაცემა „საქმის“ ეთერში ახალი საპენსიო ტენდერის პირობებსა და „ლიბერთის“ კონკურსში გამარჯვების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პიანისტ ლექსო თორაძის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაური, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმყოფებოდა, სადაც პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად საპილოტე პროექტი დაიწყო.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.