საზოგადოება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწო.

სრულად...

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის. დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით არის შეზღუდული. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

სრულად...

პეტრე მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

სრულად...

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

სრულად...

თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

აბსურდული და შეურაცხმყოფელია ინფორმაციის გავრცელება, რომ „ვივამედს“ არ შესწევს უნარი, დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი, მიუღებელია კლინიკაზე და ექიმებზე ზეწოლა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს კლინიკა „ვივამედი“, რომელშიც 12 მაისიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის მოთავსებული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი