17 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 332, აჭარაში 51, იმერეთში 100, ქვემო ქართლში 46, შიდა ქართლში 72, გურიაში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 73, კახეთში 58, მცხეთა-მთიანეთში 17, სამცხე-ჯავახეთში 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 5 შემთხვევა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.
კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევიდან 485 თბილისში, 219 იმერეთში, 122 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
პროგრამულად შესაძლებელია იმის იდენტიფიცირება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა 2020 წლის განმავლობაში მინიმუმ ორი თვე ხელფასი დასაქმებულს. შესაბამისად, ამას ვაკეთებთ კიდევაც შემოსავლების სამსახურში და მხოლოდ ამის იდენტიფიცირების შედეგად ვაგზავნით შემდგომში ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში კომპენსაციის მიღების მიზნით, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ განაცხადა.
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, მართლმადიდებლებს, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრა დასრულდა.
ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. კომისიამ იმუნიზაციის იმ გეგმაზე უნდა იმუშაოს, რომელსაც ორშაბათს მთავრობას წარუდგენს.
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.
საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.