დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს.
სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა, -აღნიშნული ფაქტის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19-ის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევები საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.
კატარის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრის ჰანან მუჰამმედ ალ კუვარის მოწვევით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უწყების პირველმა პირმა სამიტის დელეგატებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში განახორციელა. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები.
დღეიდან, ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე კიდევ ერთ აქციას „ჭკვიანი გზავნილი“ იწყებს. აქცია მიზნად ისახავს როგორც ფულადი გზავნილების მომხმარებლების წახალისებას, ასევე დისტანციური საბანკო სერვისების გამოყენების სტიმულირებას.
თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ. მათ ამისთვის ცესკოს საინფორმაციო ცენტრს უნდა მიმართონ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 1202, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.