აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 429 ადამიანი, - წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დედაქალაქის მასშტაბით, დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს. ორი დღის განმავლობაში, თბილისის მეტრო მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად, დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება. სამუშაოების გამო, 21 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარა.
პანდემიის პირობებში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსები უცვლელი დარჩა და მას თანხები არ მოჰკლებია, - განაცხადა თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვისას“.
კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. საქართველო, თბილისი, არასოდეს დაბრუნდება წარსულში და სიბნელეში - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვის“ დროს სიმბოლურად ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.