სამშენებლო კომპანიები, ვარკეთილის მესამე მასივის ავარიული საცხოვრებელი სახლების მოსახლეობასთან, მერიის მიერ დაგეგმილი განაშენიანების კონცეფციის გვერდის ავლით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ გასული დღის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.
7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება. რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.