15 ივლისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შემსუბუქებული.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში მდებარე 19 დასახლებული პუნქტი მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ფინანსთა სამინისტროს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ჩვენ სოციალური მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ახალი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ქავთარაძის N72-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873-ს შეადგენს. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გენერალური გეგმით ნაკარნახები სამუშაოების დასრულების შემდეგ, სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები მიიღო - კონკრეტულ არეალებს დროებითი შეზღუდვები მოეხსნა და მესაკუთრეებს, შესაბამისი პირობების დაცვით, მიწის ნაკვეთების განვითარების საშუალება მიეცათ.
სახელმწიფოს მხარდაჭერით რუსთავში, ახალი საწარმო შენდება, რომელიც 4 თვეში გაიხსნება და 3000 სამუშაო ადგილს შექმნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.