„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობების გარდა.
გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი ზონები ეწყობა. სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი - დაიწყო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელმა ვახტანგ გრიგალაშვილმა განაცხადა.
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა.
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge ავრცელებს.
გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ყოფილი ხიზაბავრის) მიმდებარე ჩიხები და გასასვლელი წესრიგდება. ჯამში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 8 000 კვ. მეტრამდე ფართობზე მოეწყობა, რისთვისაც 600 000 ლარამდე დაიხარჯება.
დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია. ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.