თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან, რვა კი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დღეიდან საქართველოს მასშტაბით „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამინისტროს სახელით მომავალ თაობას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„ვიღაც-ვიღაცები აპირებენ, რომ გამოიყენონ ექიმები. ძვირფასო ექიმებო! მიხედეთ რაა თქვენს საქმეს. მოვედით საავადმყოფოში და შეგისწორეთ მკურნალობა პაციენტების?“ - ასე მიმართა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ ექიმებს კვირას, „მთავარი არხის“ გადაცემაში - „მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან ერთად“.
პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.
კახეთმა „მწვანე ზონის“ სტატუსი დაკარგა მას შემდეგ, რაც დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა.
ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას.
დიდუბის რაიონის გამგეობა ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. სამუშაოები 9 650 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა მოეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე, იცვლება ტროტუარი და ბორდიური.
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი დასახელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.