საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.
თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
რემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება.
„გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირიდან, კერძოდ, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ვაჩნაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს.
ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს განახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის - „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.