ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შემოსავალი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ, რა მიზნითაც სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე გადაერთნენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, გარკვეული პერიოდით სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება როდის იქნება გავრცელების პიკი, ამიტომ მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ, 15 აპრილიდან, 21 საათიდან, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში, ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი, - განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს, 14 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს გადასცემს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.