საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით, საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები და დამცავი საშუალებები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს გაეგზავნათ. აღნიშნული აქცია უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილზე მყოფი დიპლომატების უსაფრთხოებისათვის, რამდენადაც მათ მუშაობა უწევთ მაღალი რისკის ქვეყნებში, სადაც მაღალია COVID-19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში შიდა ქართლიდან გაგზავნილი 6 ნიმუშის პასუხი უარყოფითია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირი მოირეცხა. მორეცხვით სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.
79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა.
თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ (www.eyca.org) წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს ანიჭებს უფლებას, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. ცაგერის მუნიციპალიტეტში, მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.
ისნის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ლენტეხიდან ქუთაისის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშების პასუხებიდან 4 დადებითია. კორონავირუსი ლენტეხის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ასული შუახნის მამაკაცის ოჯახის წევრებს და ახლო კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.
იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ვერ აკონკრეტებს გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 აპრილის შემდეგ და მისი გახანგრძლივების საკითხზე ვადის ამოწურვის მოახლოებისას უფრო აქტიურად იმსჯელებენ და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და სხვადასხვა უწყების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.