დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, უახლოეს დღეებში, ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება, რის გამოც, პირველი დეკემბრის 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე,აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში, ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზისკეთილმოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 5 150 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარი, ხოლო 600 გრძივ მეტრზე - ბორდიური.
ქუჩების დავიწროების პრობლემას არა მუნიციპალიტეტის მერია, არამედ დედაქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შედეგად, ქალაქში გადაადგილება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის, პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო.
დასახლებულ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალი 78%-დან 87%-მდე, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 60%-ით, ჯამში, 84 060 ადგილამდე გაიზარდა. რაც შეეხება მოცდის დროს, ავტობუსების შემთხვევაში ის 28 წუთიდან 18 წუთამდე შემცირდა, ხოლო მეტროში 4-დან 2,5 წუთამდე. აღნიშნული მონაცემები დედაქალაქის მერმა დღეს, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპების პრეზენტაციაზე წარადგინა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Com – East) მიერ ორგანიზებული კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.კონფერენციის გახსნაზე თბილისის მერმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და თბილისის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებების დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.