დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირის პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაკეტილი იყო.
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გამგეობის საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ − გახსნა. დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასალის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.
დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.