სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა გადაუჭრელი საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო მოთმინებით ელოდება არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, 223 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, აშენდა გრუნტის დამჭერი კედლები და 2 863 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო - ქუჩის ძირითად ნაწილზე ბეტონი, გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის გზა მოეწყო.
კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ავტობუსები - N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებითი მარშრუტებით სარგებლობდნენ, დადგენილ სქემას დაუბრუნდნენ და ისევ ჩვეული სქემით მოძრაობენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობის განვითარების. პატრიარქმა ასევე მოუწოდა საზღვარგარეთ წასულ ქართველებს, რომ „აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან“.
თბილისი 2019 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში საახალწლო ილუმინაციების და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია „ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.
მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.
ხვალ, 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, კომპანია „ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე გამწვანების აქციას ჩაატარებს. აღნიშნულ ლოკაციაზე უკვე განხორციელდა დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა, რის სანაცვლოდაც, 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის ხე დაირგვება.
თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.