დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2022“ გაიმართება, რომელიც დღეს ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.
თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.
დედაქალაქის მერმა,კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნა.
რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობენ, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.
ბერნში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს 08:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს.
დიდი პატივისცემით მინდა მოგილოცოთ ყურბან-ბაირამის დღესასწაული. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს, ჩვენს თანამოქალაქეს, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში განაცხადა.
შვეიცარია, ქალაქი ბერნი, Thunstarsse 2, 3005 - დღეიდან აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობას საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ამშვენებს.
თბილისის მერი კახა კალაძე 11-12 ივლისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის
კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვევა. კახა კალაძე ბერნის
მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან შეხვედრას გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.