თბილისის მერი კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის სიტროენის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა.
სამგორის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 41 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მოაწესრიგა. რეაბილიტაცია ჩაუტარა 21 ლიფტს; ამასთან, 3 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები და 13 მისამართზე რეაბილიტირდა საერთო სარგებლობის კიბე; საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები კი 3 მისამართზე ჩატარდა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.
გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის მოწყობის სამუშაოები ა მიკრორაიონის N 50 - 52 კორპუსებთან დაიწყო.
თბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ სრულდება, რომლის ფარგლებშიც, ზაფხულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საბავშვო–გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას.
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სპორტული მოედანი აღადგინეს. ამჯერად, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩიქვანაიას N21-ში მდებარე სოციალური ადაპტაციის ცენტრში „აისი“ ჩატარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა.
დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.
დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელია კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.