ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - გორის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი კახეთის რეგიონს ეწვივნენ.
ევროკავშირის სივრცეში პირველი ქართველი უვიზო მგზავრები ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და ლარნაკაში მიიღეს. მინისტრის პირადი ინიციატივით ოთხივე ქვეყანაში ჩასულ ერთ-ერთ პირველ ქართველ მგზავრებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები დახვდნენ.
მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, აღნიშნული განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
144-მა დევნილმა ოჯახმა ზუგდიდში, ბარამის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ბინები მიიღო.
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის განაპირას ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს.
თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს. „თბილსერვის ჯგუფმა“ კი ტერიტორია დაასუფთავა.
შაბათ საღამოს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კოლექტივის შეხვედრა გაიმართა, სადაც განსახილველი საკითხი იყო ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანიის მფლობელების მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და პასუხი.
თბილისში მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიებებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.