„ეუთო-ს რეგიონის ქვეყნებში ახალგაზრდობა, ისევე როგორც ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები, ნაკლებად არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებებში, როგორიც არის შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, უთანასწორობა და ადამიანის უფლებები, ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენენ, მეტი ჩართულობის შესაძლებლობები მიეცეს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვებ-ფორუმზე.
მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 985 ტესტიდან, კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები ლენჯერის თემიდან არიან.
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
კახეთში ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ლენჯერის კლასტერს უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.
„საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას.
15 აგვისტოს დაგეგმილ, Qatar Airways-ის თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.