გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმე გახსნილია და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ციხისძირში 2019 წელს დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, "სამოქალქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.
ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის „საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში ანტიგენის და ანტისხეულების 200 000 ტესტი შეიძინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გაუფასურდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს შეხვდა. მინისტრმა ჯანდაცვის უწყების კომპეტენციის ფარგლებში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შინდისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობის ისტორია.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გავრცელდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ჯაბა სამუშია დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.