არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 251 დევნილი ოჯახისთვის დირსის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის ცერემონიაზე.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე თბილისის ნარჩენების სტრატეგიაზე მომუშავე კონსორციუმის (ICP-ENVIROPlAN) ხელმძღვანელს ლუდვიგ შტრეფს შეხვდა.
მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული ბინები 140 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0021 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა - ლევან ანწუხელიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩის გამარჯვებული გუნდი - თბილისის „თბილისი“ თასითა და მედლებით დააჯილდოვეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.
დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.