ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გასცა პასუხი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მას შავი პიარი უწოდა. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან მობილური ტელეფონები გადასცა არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ და რამდენიმე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდოს სახით პრემიაც გადაეცათ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
GUARDIAN.GE - ჩინეთისა და ბელარუსის ლიდერებმა „უაღრესად დიდი ინტერესი“ გამოხატეს უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი. პეკინში, ლუკაშენკოს სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ - პუტინის ახლო მოკავშირეებმა - განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთმა და ბელარუსმა „გამოთქვეს ღრმა შეშფოთება“ კონფლიქტის გამო და „გამოხატეს უკიდურესი ინტერესი უკრაინაში მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარების მხრივ“, იტყობინება „ბი-ბი-სი“ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“-ზე დაყრდნობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ირენ ფელინს შეხვდა.
1-ელი მარტიდან ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.