საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ დირექტორთან საქართველოში ჯონ პენელთან. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან. 2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
„ბუნებაში“, აგენტების ძირითადად ორი კატეგორია არსებობს, გარე და შიდა აგენტები! გარე, ანუ უცხო ქვეყნის მიერ „დავერბოვკებული“ აგენტები, ხოლო შიდა, ანუ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების (შსს, სუსი და სხვა) მიერ „დავერბოვკებული“ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები! დღეს, ერთნიც და მეორენიც, სამწუხაროდ, საქართველოში „უხვად არიან“, მათი „სიჭარბე“ აშკარად იგრძნობა, როგორც სახელმწიფოს სახელისუფლებო სხვადასხვა სტრუქტურების ჩინოსნებში, ასევე მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაშიც!
შეხვედრაზე ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისკისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ღონისძიების მასპინძლობის შედეგად მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალისათვის, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალისთვის საქართველოში მთელი მსოფლიოდან 1700-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და სამედიცინო პერსონალი მოიყრის თავს.
„უცნაურია, არავინ საუბრობს იმაზე, თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებს, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.