დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად, სამგორის რაიონში, სპორტული ობიექტების მშენებლობას დაათვალიერებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0207 პუნქტით გაუფასურდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილა, რომელიც სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ წარადგინა.
საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და მისი ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ., „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჩვენ დღეს მივიღეთ დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.
საქართველოში დღეს, 12:47 საათზე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, გრიპთან ერთად, შესაძლებელია, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ადგილობრივი ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ლამისყანიდან მიმართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.