რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.
მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პერიოდულ პრესაში აღინიშნება, რომ ,,ლოთობა რყვნის ადამიანის ზნეობასა და იგი დედაა ბოროტებისა“, რომ მედიცინა ლოთობას ისე უცქერის, როგორც ავადმყოფობას და იგი ცუდად მოქმედებს ,,ჯანზეც და ფსიხოლოგისათვის“. ალკოჰოლიზმის გავრცელებაში კი ზოგი ჟურნალისტი თუ პუბლიცისტი ევროპელებს სდებდა ბრალს.
2015 წლის 13 ივნისს დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში; რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, მედიასთან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ვარძიაში ჩატარდა და სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ, საზოგადოებას 2019 წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარუდგინა. ღონისძიებას ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ადგილობრივი და სხვა რეგიონების ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაც 2012 წლის შემდეგ შევიძინე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ვირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს მიდგომაში პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულება იყო, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა ისე, რომ რისკი არ შევუქმნათ ადამიანის ჯანმრთელობას და ნებისმიერი, ამ ორი მიმართულებით წარმატება დაკარგავს აზრს, თუ პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.
პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება უკვე ძალაშია. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და შესაბამისად, უკვე მოქმედია.
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.