თხევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების მფლობელთა ასოციაცია საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას მიმართავს და თხევადი გაზის აქციზის მოსალოდნელი გაზრდის გამო წუხილს გამოხატავს.
დღეს, 11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს, ერთი შეხედვით, არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა, დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი და ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან რომლის წყაროსაც, დღეის მდგომარეობით, ვერ ვადგენთ 3 გახლავთ თბილისში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პანდემიის პირობებში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით დამტკიცებული პროტოკოლის რამდენიმე პუნქტი განმარტა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მცირე ქვეყნების ფორუმის (FOSS) ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ქარტიის ხელმოწერის 75-ე იუბილეს მიეძღვნა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე ცხელი ხაზი ამოქმედდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობიდან 8 წლის შემდეგ ქვეყანაში სახეზეა „17%-ით ვარდნა ერთიანი ეროვნული პროდუქტის ეკონომიკაში, 42%-ით ვარდნა ინვესტიციების, 1 მილიარდ 800 მილიონი ლარით შემცირებული შემოსავლები“, ამ ფონზე კი, სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი, გახარია, „ურცხვი“ თურნავა, მოსამართლეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ხალხის ძარცვის ხარჯზე მდიდრდებიან და სასახლეებს იშენებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქტიურად განაგრძობს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე“ იდგება, რადგან მისი თქმით, „წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ ვიქნებით თუ არა მონები, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით, თავისუფალი ქვეყნის ამაყი მოქალაქეები“.
„სამწუხაროდ, გრძელდება პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეკომპანიების დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედია ეთიკის დარღვევით, გამოთქვამენ დაუსაბუთებელ ეჭვებს“, - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.