2020 წლის 10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებაში - “გაერო-ს ქარტია 75 წლის შემდეგ: მულტილატერალიზმი დანაწევრებულ მსოფლიოში“ (The UN Charter at 75: Multilateralism in a Fragmented World). ღონისძიება სინგაპურის, როგორც მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) მომწვევი ქვეყნის ორგანიზებით იმართება.
დედაქალაქის მერია და „თბილისის განვითარების ფონდი“ დედაენისა და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.
2020 წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება, - სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სხვა სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას.
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კრივში მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის შვილი დააკავეს. მას გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საფინანსო და საბიუჯეტო საკითხები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემები და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი გააცნო.
დედაქალაქის მეტროში ძალოვანი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, რეალურად, ენერგიით სავსე ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა ყოველთვის შეძლებს, საქმე აკეთოს, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.