საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცეს კორპორაცია Microsoft-მა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ(OECD).
ეროვნული გამოცდების ზუსტი თარიღი გამოცხადდება ივნისში, ამ დროს გაცილებით უკეთესი სურათი გვექნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მიმდინარე წლის გეგმის გათვალისწინებით, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის დარგის და ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით დაფინანსების მექანიზმი - საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა შეიმუშავეს.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, ივნისში გამოცხადდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას.
საქართველოში აკადემიური წლად 2019-2020 სასწავლო წელები არ გამოცხადდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მათ 18 მაისიდან მოუწევთ. სწორედ ორშაბათიდანაა ნებადართული ამ პროფილის დაწესებულების მუშაობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.