სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა მოიხსნა, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება. განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი, StopCov.ge ავრცელებს.
საუბარი შეეხო კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან გულთბილი მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე ესაუბრა დღეს კათოლიკოს პატრიარქს შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, ამჯერად, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მასშტაბური მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.
დღეს გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დღედ 2020 წლის 18 მაისი დადგინდა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 18 მაისიდან 1499 პირს შეეხება.
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პოსტივის“ ეთერში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0069 პუნქტით გამყარდა.
როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.