ჯერ ერთი, სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც იმუშავეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იქნა ნაპოვნი, არც ერთი დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ჩვენი სამსახურები იყვნენ იქ ადგილზე და სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სამაშველო ვერტმფრენებს შეეხებოდა.

სრულად...

მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სრულად...

ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათს გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში განაცხადა.

სრულად...

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა.

სრულად...

მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული.

სრულად...

მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიების დროს, სტიქიის ზონაში, შოვში, კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა დილიდან განახლდა. გვიან ღამით კი, სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდნენ, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

სრულად...

მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიების დროს, სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი