დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში, - განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

სრულად...

მე მჯერა რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა.

სრულად...

ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის გეგმის განხილვას, გვსურს ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო, ვინაიდან პროექტის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ცნობილი ყველასთვის, - განაცხადა ნათია თურნავამ სასტუმრო „რედისონში“ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის დაწყებამდე.

სრულად...

ვერაზე,  იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. 

სრულად...

გორში, სოფელ ილოზში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ნადირობის დროს მოხდა.

სრულად...

თბილისში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანთან მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩთან, რომელიც გენერალური მდივნის რანგში სწორედ საქართველოში ახორციელებს პირველ ოფიციალურ ვიზიტს.

სრულად...

ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის და საქართველო ემზადება პირველი მნიშვნელოვანი ვალდებულების შესასრულებლად, რაც ევროპის საბჭოს კომიტეტში თავმჯდომარეობას გულისხმობს, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ​

სრულად...

დღეს, 11 ნოემბერს, 16:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიხსნება ახალი ქანდაკება „N’Uovo”, რომელიც იტალიაში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა.

სრულად...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური მდივნის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

სრულად...

ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, გასულ თვეს მისი მეოთხე ვადით არჩევის სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემდეგ, რასაც ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები და მასობრივი არეულობები მოჰყვა, თანამდებობა დატოვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი