საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის მიზანია, რომ ერთის მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და მეორეს მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 21 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0%-ს შეადგენს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა.
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას ორი მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „მამისონთან“ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.
23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე თოვლის ბაბუა დაიდებს ბინას და სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს ერთნაირი სიმპტომის მქონე დაავადებების ერთმანეთისგან გამოყოფისა და ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენას. მისი თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ჯუანშერ ბურჭულაძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აკართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მხარეები განიხილავენ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ასევე სამმხრივ ფორმატში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.