საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ელჩების კონფრენეციაზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.
GUARDIAN.GE - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული ღია წერილი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას და „ისტორიის წინაშე თავის მართლების მცდელობას“ უფრო ემსახურება, ვიდრე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეისმინოს ხელმომწერთა თხოვნა, გაათავისუფლონ სააკაშვილი.
წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში სულ მცირე 38 ადამიანია გარდაცვლილი, რაც არქტიკულ ყინვასთან არის დაკავშირებული. ოფიციალური პირების განცხადებით, 34 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში. ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქი ბუფალო დაზარალდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი მოყინულ გზაზე გადატრიალდა ქალაქ მერიტთან, ბრიტანეთის კოლუმბიის დასავლეთ პროვინციაში.
ჩვენს ძვირფას პატრირქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლისთავი მიულოცა.
ჩვენ დღეს ვმადლობთ უფალს, რომ მისი შეწევნით, თქვენ უკვე ორმოცდახუთი წელია, მუხლჩაუხრელად და ღირსეულად აღასრულებთ ამ დიდ მისიას. მრავალი წლის განმავლობაში თქვენი, მართლაც, მოწამებრივი მსახურება ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისთვის, თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 45 წლისთავს, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Facebook-ზე წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გორში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეით ბრიგადაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. ამჯერად, სამხედრო ქვედანაყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.