GUARDIAN.GE - რომის კაფეში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ქალი, მათ შორის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი მოკლა და კიდევ ოთხი სხვა ადამიანი დაჭრა. დაშავებულთაგან, სავარაუდოდ, ორი ქალი და ორი მამაკაცია, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 57 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუსახელებია, დაკავებულია.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში შეხვდნენ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველო რეგიონული ტურის ფარგლებში ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას
მასპინძლობს. კოლეჯის ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი რანგის კურსის მსმენელებს
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-
მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა
ყურადღება.
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო
საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის
მეორე ნაკადს მასპინძლობს.
თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.