მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ საქმის განსახილველად მოთხოვნილი ერთი თვე ამისათვის არ არის საჭირო, რადგან მსჯელობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.  

სრულად...

მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 29 მარშრუტზე, მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება და ორბელიანის მოედანს, 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას მოიცავს. რაც შეეხება საახალწლო გალაკონცერტს, ის 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

სრულად...

„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ მრავალგზის პარლამენტარმა, ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე კომენტირებისას თქვა, რომ იგი „ამ წუთში მესამე პრეზიდენტი კი არა, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავეა და მას ბევრი სისხლი უსვია ხელებზე“.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატსა და „ქართული ოცნების“ მრავალგზის პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. წითლიძე ჯაფარიძეს ვიდეოკამერების წინ მიეჭრა და უთხრა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო „ნაძირალა და არაკაცია“.

სრულად...

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი.

სრულად...

GUARDIAN.GE -  სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი, სომხურ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების, 48-საათიანი ტრენინგის გავლისა და პროფესიულ უნარებში ტესტის უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლით დაძლევის შემდეგ, უფროსი მასწავლებელი გახდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი