საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დემოკრატიული ნაბიჯი იქნება.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ინაუგურაციაზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიპატიჟებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციაში ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან თანამშრომლობის თემაზე ისაუბრეს.
თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გამყარდა.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
მე არ ვთვლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია მას არ მიუღია, აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, რომელიც 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.