„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას გარდაცვალების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ახლობლები ადასტურებენ.
4 დეკემბრის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ -აღსრულების საკითხი.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გამართვის მომხრეა.
უკრაინელმა ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ ICTV-ის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს გონება დაკარგა და დაეცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს.
ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა პრეზიდენტი ვარ? - ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას შეკითხვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონამდე ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.