საქართველოს პრეზიდენტმა ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც უმაღლესი დონის შეხვედრებზე განიხილებოდა.
თავიანთ პარტნიორებთან ერთად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევრო-ატლანტიკური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ი.გ.-ს, ბრალდება დაუმძიმდა და მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა.
საქართველოს პროკურატურამ, თელავში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ სწავლებას გაივლიან. სამმხრივი საველე ტაქტიკური სწავლების „კავკასიის არწივი 2022“ გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დღეს დილით განხორციელებული თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ შორი დისტანციის რაკეტებმა ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს მიაყენეს დარტყმები.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის
ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“
დასრულდა. დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის
სასროლეთზე გაიმართა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ელჩ კელი დეგნანს მორიგ ბრალდებებს უყენებს.
GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა „ფაქტობრივად აიძულა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.