საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღებული პერსპექტივა და სტატუსის მისანიჭებლად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხილვა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი: ასოცირების საბჭოს ეს სხდომა ისტორიულია, რადგან პირველია მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განსაზღვრეს ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ეს არის ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულების ნათელი მტკიცებულება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით, საქართველოს ევროპულ ამბიციაზე საპასუხოდ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის პირისპირ შეხვდა.
7 სექტემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 6 სექტემბრის 21:00 საათიდან 7 სექტემბრის 13:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების მექანიზმს განმარტავს. ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. იგი დღემდე ქვეყნის საგარეო მდივნის პოსტს იკავებდა. მან „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის არჩევნებში ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი დაამარცხა. ტრასმა ხმების 57% მიიღო.
ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.