მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და აღნიშნა, რომ თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ივანიშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად მიიღო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, არის აბსურდი, რადგან არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, კონსტიტუციის შესაბამისად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის შემოგარენში, ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის თემას გამოეხმაურა და მის შესაძლო კავშირს იქ სამომავლო მშენებლობების გეგმებთან, მიზანმიმართული სიცრუე უწოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას განცხადებით, საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით უნდა განიმუხტოს. მელიას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც, მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველი ბოლო პერიოდში 1/3 -ით შემცირდა და ესეც კი საკმარისია ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.
თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოებს განაგრძობენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის და ეცერის მიმდებარე ტყეში 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.