საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონისპროექტს 111 ხმით დაუჭირეს მხარი.
„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“, რომლის შემადგენლობაშიც 57 მუსლიმური ქვეყანა შედის, აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ საგანგებო სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ფაქტზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0486 პუნქტით გამყარდა.
მესტია-ჰაწვალს ახალი საბაგირო დააკავშირებს. მესტიის ცენტრისა და მთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს.
2018 წელს კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროში რეფორმები განხორციელდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, არც ერთი რეფორმა არ განხორციელდება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.