შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება ბალტიისპირეთის სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ რუსეთის მხრიდან აგრესია დაემუქრებათ.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საღამოს 7:00 საათვისთვის დაეშვა.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერი“ კონვოიმ საქართველოს ქალაქებში მარშირებით ჩაიარა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო ესპანეთის სასამართლოს წინაშე წარსდგა. წინასასამართლო განცხადებების თანახმად, მან მილიონობით ევროს გადასახადებს აარიდა თავი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0053 პუნქტით გამყარდა.
საქართველოში, რომელიც პენსის მეორე გაჩერების ადგილია და რომელიც NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დაესწრება შეერთებული შტატების და ქართული ჯარების მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას. თბილისის დარწმუნებაც დღის წესრიგის მთავარი ამოცანაა, განაცხადა კანზასის უნივერსიტეტში ევროპული უსაფრთხოების მკვლევარმა მარია ომელიჩევამ.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შემდეგ, ახლა ერაყის საელჩოსთან სროლების ხმა ისმის. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, მხილებულ იქნა 3 წევრისგან შემდგარი ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული მ.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.