საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მააიკე ვან კოლდამთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
GUARDIAN.GE - კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აჯანყების მცდელობიდან ხუთ დღეში კრემლში „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – იტყობინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღძრულის სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ ბრალდებული ბაჩიაშვილი ივანიშვილთან არსებულ საქმიან ურთიერთობებში სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით.
500 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, - შეთხზული სახელწოდებით: „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - რომლის მთავარი მიზანი იყო უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“, მისი გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია!
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „თბილისი პრაიდის“ ჩაშლილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, „პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.