GUARDIAN.GE - ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკიდან სამხედროების გაყვანა დაიწყეს, იტყობინება თავდაცვის წყარო. ამით სრულდება მასშტაბური ორდღიანი ოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა 12 პალესტინელი და ერთი ისრაელელი ჯარისკაცი. ისრაელის სამხედროებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში, პალესტინელი მებრძოლების მიერ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების მხრიდან რეკომენდაციის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვეოდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია.
საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 30:17 დაამარცხა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, სამ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული დასანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება.
GUARDIAN.GE - ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში, ისრაელის ძალებსა და შეიარაღებულ პალესტინელ მებრძოლებს შორის ინტენსიური სროლები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისრაელის სამხედროებმა ამ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, მათ შორის დრონებით თავდასხმები წამოიწყეს. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიღუპა ცხრა და დაშავდა 100 პალესტინელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.