გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია 968.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, მაღალმთიანი დასახლებების, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით, რაც 29%-ით აღემატება წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ლიბერთის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გზავნილების განაღდების დროს, განაღდებული თანხის საკომისიოს 1% უკრაინის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვა. გუნდის ჯილდოებს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები შეემატა. მჯდომარე ფრენბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს, დღეს ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 43.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 75.6 პროცენტს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 865.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.9 პროცენტით მეტია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიიდან პირადი შემადგენლობა ქვეყნის რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში რეკრუტირების მობილური მანქანებით გაემგზავრა.
გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა.
დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე,მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.