პოლიტიკაში გადამწყვეტია არა ის, თუ პროტესტის რა ფორმებს იყენებ, არამედ ის, რომ მისი ორგანიზება მოხდეს სწორ დროს, სწორ ადგილზე, სწორი მოთხოვნებით, რათა მოიცვა პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის უმრავლესობა და მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს გორში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და აღმოსავლეთის სარდალი.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის 2022 წლის საახალწლო ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.
მომავალი წელი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ უკრაინის გამო ახალი სანქციების დაწესება შესაძლოა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სრული გაწყვეტის საწინდარი გახდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა. საახალწლოდ შეწყალებულთაგან ცხრა მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.