ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ნინო გოგორიშვილს არა მხოლოდ სამუდამოდ უნდა ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის ლიცენზია, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ამით გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის, ნინო გოგორიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას ეხმაურება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკვე ყოფილმა მკურნალმა ექმიმმა, ნინო გოგორიშვილმა ვიდეო კომენტარი გაავრცელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების და ბრალდებების გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.
2021 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ „მწვანე პასპორტის“ სისტემა, რომლის მიზანია საჯარო სივრცეები გახდეს მეტად უსაფრთხო და მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გადაცემის რისკები, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მორიგი მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 1-მა დეპუტატმა მისცა.
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე პარკირების გადასახადთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.
უპრეცედენტო მაჩვენებლებით წარმოდგენილი დედაქალაქის ბიუჯეტი არაერთი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.