ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ არავინ უნდა „შეეცადოს“ ამ პოზიციის „არასწორ ინტერპრეტაციას“.
კანცელარიაში გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის გიორგი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ფეხს ითრევს. მისი შეფასებით, თვითმმართველობის კოდექსში რამდენიმე ხარვეზია დარჩენილი, რაზეც ღარიბაშვილი თვალს ხუჭავს. როგორც კობახიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს იმ პარტიის მიმართ კომპრომისს ნიშნავს, რომელმაც კოდექსის პროექტი მოამზადა.
საქართველოს პრემირ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის კანცელარიაში უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
"სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ".
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ფილიპ ლეფორის განცხადებას ეხმაურება. ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის განცხადებები, იმ პოლიტიკის შედეგია , რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორის განცხადებას ეხება სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ირკვევა "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი აურზაური და კომპრომატების ომი დაიწყო. რა კომპრომატები დაუდეს ერთმანეთს "ნაციონალმა" ბოსებმა და რომელი "ნაციონალი" ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებებს "ქართულ ოცნებასთან", "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე საბედისწერო დაპირისპირებისა და საქმის გარჩევის კულუარულ დეტალებზე გაზეთი "ქრონიკა" წერს:
"უსამართლობის დამტკიცება კი არ უნდა მოხდეს კეზერაშვილის მხრიდან, მას უნდა დაუმტკიცონ ბრალეულობა"- განაცხადა გიგა ბოკერიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.