აქტიურად ვმუშაობთ იმ მექანიზმებზე, როგორ ავამაღლოთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი და გავხადოთ ის უფრო მოთხოვნადი, ვიდრე არის, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
თბილისის მერი კახა კალაძე მიმართავს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე, მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნობელი, რათა არ დაჯარიმდნენ.
მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მოპოვებული ფულით ფინანსდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გონივრულ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ მიმართული, ათი ათასობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულისთვის სასიკეთო ინიციატივის დამახინჯებას და იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გავიხსენოთ, რომ რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის არ ჩაუდენია, დადასტურებულია რომ 1 მილიარდი ევრო არის მოპარული ტელეკომპანია ფორმულას მფლობელი, ბატონი დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჩვენი ხედვა არის შემდეგი - ახლა ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, ძალიან მალე ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია, ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, აიტი სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად, ვამზადებთ, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას შეეხებოდა.
მოგეხსენებათ, ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავდროულად არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონზე განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარტია ფლობს.
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.