ჩვენ ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება, რათა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა, განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა და დაამატა, რომ „ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დ.ფ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა.
(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თავგამოდებული კრიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში გრძნობის დაკარგვა აღენიშნება, იტყობინება BBC მის ადვოკატზე, ვადიმ კობზევზე დაყრდნობით.
საქართველოს პროკურატურამ მ.ბ-ს გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს.
მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.